ჩოგბურთი

20:11 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ლეგენდათა ხუთეულში

33 წლის სერენა უილიამსი ქალ ჩოგბურთელთა შორის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონი რეიტინგსიის პირველ ადგილზე დაიწყო და მოწინავე პოზიციაზევე დაასრულა. აქამდე ეს მხოლოდ ოთხმა ჩოგბურთელმა ქალმა - კრის ევერტმა (1977, 1981), მარტინა ნავრატილოვამ (1983, 1984, 1986), შტეფი გრაფმა (1988, 1989, 1990, 1994, 1996) და მონიკა სელეშმა (1992) - მოახერხა.

“ყოველთვის ვცდილობ კარგად ვითამაშო და კლასიფიკაციის ლიდერობა შევინარჩუნო. ამასთან, ძალიან მიყვარს ჩოგბურთი და მთლიანად სპორტი. ჩემი ასაკის ადამიანების უმრავლესობას სპორტული კარიერა დასრულებული აქვს, მე კი თამაშითა და ტიტულების მოხვეჭით კვლავინდებურად დიდ სიამოვნებას ვიღებ. კორტზე გატარებული ყოველი წუთი სიხარულს მანიჭებს”, - ამბობს სერენა.

შეგახსენებთ, 2014 წელს უილიამს-უმცროსმა სეზონის შემაჯამებელი ტურნირი, აშშ-ის ღია პირველობა, ცინცინატის, სტენფორდის, რომის, მაიამისა და ბრისბენის შეჯიბრებები მოიგო.

0.121069