თბილისის “დინამოს” ესპანელი ლეგიონერი ჩისკო საფეხბურთო კარიერას 11 დეკემბერს დაასრულებს.
მომავალ ხუთშაბათს, 17 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველოს სუპერთასს “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” შეეცილება და 34 წლის შემტევსაც სწორედ ამ თამაშის შემდეგ გააცილებენ.
ჩისკო “დინამოში” 2011 წელს ესპანეთის “ლევანტედან” გადავიდა და განვლილ პერიოდში 91 მატჩში 62 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ჩემპიონატი და დავით ყიფიანის სახელობის თასი ორ-ორჯერ მოიგო. ის ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამდენჯერვე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.