სხვა

15:57 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვითიბი ბანკი” წყალბურთელთა გენერალური სპონსორი გახდა

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების სპონსორი “ვითიბი ბანკი” გახდა. ბანკსა და ნაკრებს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ერთწლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. “ვითიბი ბანკის” მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

“ვითიბი ბანკის” მხრიდან კონტრაქტს ხელი მოაწერა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა, წყალბურთელთაგან კი ფედერაციის პრეზიდენტმა დათო რურუამ.

“ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ვითიბი ბანკი” კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შორის საქართველოს წყალბურთის ნაკრებიცაა. წარმატებას ვუსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას”, - განაცხადა “ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.

“ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ღონისძიება წყალბურთის მხარდაჭერას ეძღვნება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ საწყლოსნო სახეობებში აქამდე მიღწეული შედეგები გავაუმჯობესოთ და სტაბილურ წარმატებად ვაქციოთ. ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი, რომელმაც ბიზნესმენებს სპორტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წყალბურთით დაკავებულ სპორტსმენთა რიცხვი გაიზარდა და კვლავაც მოიმატებს. თუმცა, ჯერჯერობით საკმარისი ტემპი არაა. წყალბურთის განვითარებისთვის კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია და მადლობა “ვითიბი ბანკს” ქართული სპორტისა და ამ შემთხვევაში წყალბურთის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ.

შეგახსენებთ 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითიბი ბანკი წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო, როცა ნაკრები 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

“ვითიბი ბანკის” მიერ განხორციელებულ პროქტებს შორისაა რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა, ტანვარჯიშის ფედერაციის მთავარი მეოხება, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის სპონსორობა და სხვა.

0.289774