ფეხბურთი

14:11 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“როსტოვის” მეკარეს ანანიძისა და ძიუბას თადარიგში ყოფნა აკვირვებს

“როსტოვის” ხორვატი მეკარე სტიპე პლეტიკოსა გაკვირვებულია, რატომ სხედან ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა მოსკოვის “სპარტაკის” სათადარიგოთა სკამზე.

“გაკვირვებული ვარ, რომ ძიუბა და ანანიძე “სპარტაკის” სათადარიგო მოთამაშეებად იქცნენ? ჩემთვის გუნდის გარედან შეფასება ძნელია. “სპარტაკს” ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მათთან ყოველ დღე მუშაობს და შედეგზე პასუხს აგებს. პირადად მე, სათადარიგოთა სკამზე არტიომისა და ჯანოს ყოფნა მაკვირვებს.

ასე რატომ ხდება? ვერ გეტყვით. მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ მათ თანავუგრძნობ. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში თამაშს იმსახურებენ”, - განაცხადა პლეტიკოსამ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში.

0.114097