ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ლოს-ანჯელეს გელექსის” თავდამსხმელი რობი კინი ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
34 წლის თავდამსხმელმა 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა. მან “ლოს-ანჯელეს გელექსისთან” ერთად დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა.
საუკეთესოს წოდებისთვის ირლანდიელმა “ნიუ ინგლენდ რევოლუშენის” ნახევარმცველს ლი ნგუენსა და “სიეტლის” თავდამსხმელს ობაფემი მარტინსს აჯობა.
“აქ არდადეგებზე არ ჩამოვსულვარ”, - ციტირებს Reuters-ი კინს.