ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ დასანანი მარცხი იწვნია “დალას მავერიქსთან” 105:107. ზაზა სასტარტოში 5-ეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 26 წუთი დაჰყო და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო.
ქართველი ცენტრის ანგარიშზეა 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ზაზას თავის გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედები კოეფიციენტი ჰქონდა, +9.
მატჩის ბოლო წამებზე ანგარიში 105:105 იყო, “დალასის” გამთამაშებელმა მონტა ელისმა ურთულესი 2-ქულიანი ჩააგდო და ჯეისონ კიდის გუნდი დაამარცხა. “მილუოკის” 10-10 მოგება და წაგება დაუგროვდა. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.