ფეხბურთი

12:18 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” სოლდადოს მარტინესში გაცვლა უნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა “პორტუს” ფორვარდების გაცვლას სთავაზობს და სურს, რომ რობერტო სოლდადოს ნაცვლად ჯექსონ მარტინესი დაიმატოს.

მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგან 28 წლის კოლუმბიელით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

A Bოლა-ს ცნობით, ლონდონელები პორტუგალიელებს კონტრაქტში მოხსენიებული 35 მილიონი ევროს ნაცვლად 29 წლის ესპანელ ფორვარდ სოლდადოს სთავაზობენ. არაფერია ნახსენები დამატებით თანხაზე, რომელსაც შესაძლოა “ტოტენჰემი” რობერტოსთან ერთად შეელიოს.

ინგლისელები ფიქრობენ, რომ “პორტუს” ესპანელი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ასეთი შეთავაზებით კმაყოფილი იქნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ სოლდადომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის ჩემპიონატში მარტინესმა მეტოქეთა კარი 8-ჯერ დალაშქრა (11 მატჩში).

0.114021