ფეხბურთი

12:02 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის “ინტერში” სილვინიო დაეხმარება

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თანაშემწე დაასახელა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 50 წლის იტალიელ სპეციალისტს ბრაზილიელი სილვინიო დაეხმარება, რომელიც ამჟამად სამშობლოშია და “კორინთიანსის” მთავარ მწვრთნელ მანო მენეზესს ეხმარება.

წყაროს ცნობით, 40 წლის სილვინიო უახლოეს დღეებში ბრაზილიას დატოვებს და იტალიაში ჩავა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი “კორინთიანსში”, “არსენალში”, “სელტაში”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ მანჩინის დახმარებაზე უარი კარლეს პუიოლმა თქვა.

0.119701