ფეხბურთი

11:40 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონს” “რეიმსთან” გურკუფი დააკლდება

“ლიონის” ერთ-ერთი ლიდერი იოან გურკუფი დღეს ნაშუაღამევს “რეიმსთან” გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

Lequipe-ს ინფორმაციით ამის მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რომელიც 28 წლის ფეხბურთელმა ოქტომბრის ბოლოს მიიღო. ორი კვირის შემდეგ კლუბის ექიმებმა განაცხადეს, რომ იოანის გამიჯანმრთელების პროცესი კარგად მიდიოდა და ის მალე მოედანს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს დღემდე არ მომხდარა.

აღმოჩნდა, რომ გურკუფს ტკივილი ზურგის არეშიც აწუხებდა. ექიმებმა ეს პრობლემაც აღმოფხვრეს, თუმცა, გარისკვას და ფეხბურთელის მოედანზე გაშვებას არ ჩქარობენ.

0.118316