ფეხბურთი

11:21 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი “ჯენოასთან” ითამაშებს

“მილანის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა.

30 წლის ფეხბურთელმა ქვეყნის ეროვნული გუნდის ბოლო შეკრებისას მუხლქვეშა მყესები დაიზიანა და ამის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.

De Telegraaf-ის ცნობით, ნაიჯელმა ძირითად ჯგუფთან ერთად უკვე ივარჯიშა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, ის უახლოეს ტურში “ჯენოას” წინააღმდეგ ითამაშებს. ეს თამაში 7 დეკემბერს გაიმართება.

0.112575