გუშინ ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის კიდევ 5 შეხვედრა გაიმართა. “სევილია” განმეორებით შეხვედრაში “საბადელს” ხვდებოდა შინ, ხოლო დანარჩენი 4 მატჩი პირველი წრის იყო.
მეორე შემადგენლობით მყოფი “დალაქები”, რომელთაც პირველი შეხვედრა 6:1 ჰქონდათ მოგებული, თავიდან სეგუნდას აუტსაიდერთან კოლანტესის პენალტით აგებდნენ, თუმცა კევინ გამეირომ წონასწრობა პირველივე ტაიმში აღადგინა, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრებს იაგო ასპასის რისხვა დაარტყდათ თავს,რომელმაც 4 წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეხვედრის ბოლოს თავი ჟერარ დეულოფეუმაც გამოიჩინა და სტუმართა წვალებას წერტილი დაუსვა – 5:1.
“სევილიას” მსგავსად, გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა მადრიდის “ატლეტიკომაც”, რომელსაც ერთ საათზე მეტი გაუძალიანდა ქვედალიგელი “ლ’ჰოსპიტალეტი”, მაგრამ ბოლო 25 წუთში სამი ბურთი გაუშვა და განადგურდა – 0:3.
ასევე უპრობლემოდ მოიგო “ბარსელონა”, რომელიც უესკას მესის, ნეიმარის, სუარესის, ალბას, ხავის, პიკეს, ბრავოსა და დანი ალვეშის გარეშე ესტუმრა. კატალონიელებმა პირველი ნახევარი პედროს, რაკიტიჩისა და ინიესტას გოლებით მოიგეს, ხოლო მეორეში მუნირ ელ ჰადადიმაც გამოიჩინა თავი და როგორც მოსალოდნელი იყო, წყვილის ბედი პირველივე მატჩში გადაწყდა – 0:4.
ჩემპიონატის მსგავსად, ვერც თასზე ივარგა “კორდობამ”, რომელიც “გრანადასთან” გასვლით შეხვედრაში სწორედ კორდობას გოლით დამარცხდა.
“დეპორტივომ” და “მალაგამ” გოლები გაცვალეს “რიასორზე” და ყველაფერი “ლა როსალედაზე”გადაწყდება.
ლ’ჰოსპიტალეტი – ატლეტიკო 0:3 (0:0)
ლ’ჰოსპიტალეტ დე ლობრეგატი, “ფეიხა ლარგა”
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ლუკასი, ხიმენესი, გამესი, სიკეირა, საული (გრიზმანი 46), მ.სუარესი, გაბი, კ.როდრიგესი, ჩერჩი, ხიმენესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 გრიზმანი (67), 0:2 გაბი (81 პენ.), 0:3 კ.როდრიგესი (93).
გაფრთხილებები: ვივანკოსი, ჰამუჩი, ა.ფერნანდესი, ნანო – სიკეირა, ხიმენესი, გრიზმანი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
სევილია – საბადელი 5:1 (1:1)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-4-2): რიკო, კოლოძიეჩაკი, არიბასი, ფიგეირაში, ფ.ნავარო, რეიესი (დეულოფეუ 71), კრისტოფორო, კოტანი (ტენა 84), დ.სუარესი, გამეირო (მუნიოსი 76), ასპასი.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 კოლანტესი (21 პენ.), 1:1 გამეირო (34), 2:1;3:1;4:1 ასპასი (58;60;62), 5:1 დეულოფეუ (80).
გაფრთხილებები: კოლოძიეჩაკი - ჰიდალგო, კაბრერა, ტანაბე, ეგუარასი
მსაჯი: ხესუს ხილი
უესკა – ბარსელონა 0:4 (0:3)
უესკა, “უესკა ელ ალკორაზი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე (ედგარი 63), ბარტრა, დუგლასი, ადრიანო, რაკიტიჩი (რობერტო 63), სამპერი, ინიესტა, პედრო, რაფინია, ელ ჰადადი (რამირესი 76).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (12), 0:2 ინიესტა (16), 0:3 პედრო (39), 0:4 ელ ჰადადი (72).
გაფრთხილებები: ხოსანი – მატიე
მსაჯი: დელ სერო გრანდე
გრანადა – კორდობა 1:0 (1:0)
გოლი: კორდობა 25.
გაძევება: ეკენგი 70.
დეპორტივო – მალაგა 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 კამაჩო (10), 1:1 ტოჩე (68).