ფეხბურთი

4:44 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატებმა” “მამლები” დაჩაგრეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩები გუშინ ღამით გაიმართა.

ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისი ანგარიშიდან გამომდინარე სრულიად საპირისპირო იყო და “მამლებს” პირველ 15 წუთში სამი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ. ერიკ ლამელამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, ხოლო ჰარი კეინმა ერთ მომენტში კარს გადააცილა, ხოლო მეორეჯერ ხარიხას გაარტყა. გამოუყენებელი მომენტებისთვის სტუმრები უმალ დაისაჯნენ და კლუბებს შორის კლასში სხვაობა გამოჩნდა. “ჩელსიმ” პირველივე რეალური მომენტი გოლად აქცია - მე-19 წუთზე აზარისა და დროგბას მშვენიერი კომბინაციის შემდეგ, ბელგიელმა ფეხბურთელმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. 3 წუთში “დეზებმა” მეორე გოლი მიიღეს, უგო ლორისმა ბურთი ცუდად შეიყვანა, რითაც მასპინძლებმა უსარგებლეს და დროგბამ სხვაობა გაზარდა.

სტუმრები მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ, თუმცა გუნდმა ვეღარაფრით აჩვენა ის თამაში, რომელიც პირველი 15 წუთი შესთავაზა მაყურებელს. 73-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ლოიკ რემიმ დიდებულად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა “ემირათს სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” “საუთჰემპტონი” მიიღო და გაჭირვებით დაამარცხა. პირველ ნახევარში ლონდონელთაგან დენი უელბეკი აქტიურობდა, რომელსაც სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ორჯერ ააცილა, ხოლო ერთხელ ფორსტერს ვერ აჯობა. სტუმართაგან 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდა გრაციანო პელეს, რომელმაც კარს გადააცილა.

მეორე ნახევრის დასაწყისში შეინ ლონგს ეგოისტურად რომ არ ეთამაშა, შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო. ირლანდიელს გვერდით მარტო მყოფი პელე ედგა, მაგრამ ძალიან ცუდად ითამაშა და დიდი მანძილით ააცილა კარს. ამის შემდეგ, მთლიანად “არსენალი” ფლობდა სათამაშო ინიციატივას და ორჯერ ფორსტერმა ძალიან რთული დარტყმული მოიგერია. გოლი მაინც გავიდა, 89-ე წუთზე “წმინდანთა” საჯარიმოში არეულობა შეიქნა, რითაც ალექსის სანჩესმა ისარგებლა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა. “წმინდანები” კვლავ მე-3 ადგილზე არიან, თუმცა მდევრები საგრძნობლად მიუახლოვდნენ.

“ჩელსის” შემდეგ მეორე საჩემპიონო კლუბს ქულები ვეღარ დააკარგვინა “სანდერლენდმა”. არადა შეხვედრა ისე დაიწყო, რომ ამის მოლოდინი კვლავ იყო. მე-19 წუთზე ანგარიში ვიკჰემმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მათი ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, ორ წუთში სერხიო აგუერომ მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს სტევან იოვეტიჩმა “ქალაქელები” დააწინაურა.

მეორე ნახევარიც სტუმრების აღმოჩნდა, 55-ე წუთზე პაბლო საბალეტამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ხოლო 71-ეზე აგუერომ დუბლი გაიფორმა და მიმდინარე პრემიერლიგაში მე-14 გოლი გაიტანა. “სიტი” მე-2 ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება “ჩელსის”.

მორიგი ქულები დაკარგა “ევერტონმა”, რომელმაც პირველი ტაიმი რომელუ ლუკაკუს გოლით მოიგო, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და ალუკოსგან 59-ე წუთზე გაუშვა - 1:1. “ევერტონი” 18 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა.



არსენალი – საუთჰემპტონი 1:0 (0:0)


ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1):
მარტინესი, მერტესაკერი, კოშელნი, ჩემბერსი, მონრეალი, ფლამინი, რემსი, ჩემბერლენი (ჟირუ 65), სანჩესი, კასორლა, უელბეკი (პოდოლსკი 81).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, კორკი (იოშიდა 29), ვანიამა, დევისი, ტადიჩი (მანე 62), ლონგი (მაიუკა 81), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: სანჩესი 89.
გაფრთხილებები: ალდერვეირელდი, ვანიამა
მსაჯი: ანდრე მარინერი

ჩელსი – ტოტენჰემი 3:0 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი (ზუმა 46), ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი (მიკელი 76), ოსკარი, ვილიანი, აზარი, დროგბა (რემი 67).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ტოტენჰემი (4-2-3-1):
ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, დევისი, კირიკეში, მეისონი (პაულინიო 58), ბენტალები, ლამელა (სოლდადო 74), ლენონი (ჩადლი 58), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 აზარი (19), 2:0 დროგბა (22), 3:0 რემი (73).
გაფრთხილებები: მატიჩი – კირიკეში
მსაჯი: მაიკლ დინი

ევერტონი – ჰალი 1:1 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბესიჩი (მაკგიდი 80), ბერი, ბარკლი, ოსმანი, მირალაში (პიენაარი 64), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ჰალი (3-1-4-2): მაკგრეგორი, დოუსონი, როსენიორი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, მეილერი (ბრედი 87), ქუინი (რობერტსონი 89), ელმოჰამედი, დიამე (ალუკო 53), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (34), 1:1 ალუკო (59).
გაფრთხილებები: ბეინსი – დოუსონი
მსაჯი: რობერტ მედლი

სანდერლენდი – მანჩესტერ სიტი 1:4 (1:2)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ოში, კოატესი, რეველიერი, ვერჯინი, კატერმოლი, როდუელი, ლარსონი, ვიკჰემი (რ.ალვარესი 67), ბაკლი, ს.ფლეტჩერი (ალტიდორი 55).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი, დემიჩელისი, ბოიატა, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, იოვეტიჩი (მილნერი 56), ნავასი, ნასრი (პოცო83), აგუერო (ლამპარდი 74).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 ვიკჰემი (19), 1:1;1:4 აგუერო (21;71), 1:2 იოვეტიჩი (39), 1:3 ზაბალეტა (55).
გაფრთხილებები: კატერმოლი – ბოიატა
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.

0.163784