ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში პირველი განთესვით ჩაერთო, თუმცა, მხოლოდ საწყისი რაუნდის დაძლევა შესძლო.
ბასილაშვილმა ბრიტანელი რიჩარდ გაბი 6:3, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ მაიკლ გეერტსთან 2:6, 5:7 წააგო.
წყვილებში ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა მე-2 ნომრად განთესილ ჰოლანდიელებს (არენდსი-ლოოტსმა) 4:6, 6:3, 10:8 მოუგეს, მეოთხედფინალში კი ირლანდიელ ბარის და ავსტრიელ ნოიკრისტს ვეღარ გაუმკლავდნენ – 2:6, 4:6.
ამავე ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველმა რუს ევგენი კარლოვსკისთან 6:4, 3:6, 2:6 წააგო. წყვილთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელი ბელარუს პაველ ფილინთან იყო შეამხანაგებული და ბრინატულ დუეტთან (კლეიტონი-გაბი) 0:6, 4:6 დამარცხდა.