ჭადრაკი

0:35 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრამნიკი ჩემპიონობას მიუახლოვდა

დოჰაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი ტურის წინ ჩემპიონობის საუკეთესო შანსი რუს ვლადიმირ კრამნიკს (2760) აქვს, რომელმაც შავი ფიგურებით არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელი სალეჰ სალემი (2586) დაამარცხა და თავი 7.0 ქულას მოუყარა.

8 ტურის თავზე 6.5 ქულით მე-2 ადგილზეა ჩინელი იანგიი იუ (2705). ამ უკანასკნელმა ანიშ გირის (2776) ზედიზედ მე-2 მარცხი აგემა და ჰოლანდიელი დიდოსტატი 6.0 ქულით მე-3 პოზიციაზე დააქვეითა. ასეთივე მონაგარით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე იმყოფებიან უკრაინელი ზაჰარ ეფიმენკო (2644) და სომეხი ვლადიმირ აკოპიანი (2657).

ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებლები (5-5 ქულა) ბელა ხოტენაშვილს (2504) და ბაადურ ჯობავას (2722) გააჩნიათ, რომელთაც შესაბამისად 24-ე და 35-ე პოზიციები უკავიათ. ბაადური თეთრი ფიგურებით დანიელ ნაროდიცკის (აშშ, 2620) დაუზავდა, ხოლო ხოტენაშვილმა ასევე თეთრებით იან ვენს (ჩინეთი, 2585) სძლია.

დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 92. მიხეილ მჭედლიშვილი (2622) – 4.0; 104. ნინო ბაციაშვილი (2442) – 3.5; 107. ლელა ჯავახიშვილი (2486) – 3.5; 151. სოფიკო გურამიშვილი (2388) – 2.0;

დასკვნით ტურში იუ კრამნიკს ეთამაშება, აკოპიანი – გირის, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2751) – ეფიმენკოს, ჯობავა – დავიდ ანტონ გუიხაროს (ესპანეთი, 2607), ხოლო ალეკსანდრ რახმანოვი (რუსეთი, 2636) – ხოტენაშვილს.

0.064861