ფეხბურთი

19:03 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძემ აზალი 1/4-ფინალში გაიყვანა

ლაშა კასრაძემ ბაქოს აზალი აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/4-ფინალში გაიყვანა.

1/8-ფინალში აზალი სტუმრად პირველი ლიგის “ნეფთჩალას” შეხვდა. ბაქოელები მე-10 წუთზე 0:1 აგებდნენ და ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის კასრაძემ აზალის რიგებში მეტოქეთა კარში პირველი გოლი გაიტანა. მანამდე, აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

0.138233