მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების და “სამეფო კლუბის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “კორნელიას” წინააღმდეგ ესპანეთის თასის გათამაშების მატჩის დროს ტვინის შერყევა მიიღო.
გუშინ მთელი ღამე გერმანელმა საავადმყოფოში გაატარა, გამოკვლევა ჩაუტარეს და აღნიშნული დიაგნოზი დაუსვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს დასვენება “რეალის” ნახევარმცველს.
ხედირა დიდი ხანია ტრავმებს ებრძვის. გასული სეზონი გერმანელს თითქმის გაუცდა და არც მიმდინარე სეზონში სწყალობს ბედი. ნახევარმცველს მხოლოდ 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.