ჭიდაობა

16:26 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი თურქეთიდან

29-30 ნომბერს თურქეთის პროვინცია ტოკატში გაიმართა ჰუსეინ აკბასის საეთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც 7 ქვეყანა მონაწილეობდა: თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, მაკედონია და აზერბაიჯანი.

ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ჩემპიონი თორნიკე ხიდეშელი (125 კგ.) გახდა, მეორე ადგილი გიორგი ლობჟანიძემ (74 კგ.) დაიკავა, მესამეზე კი ლაშა ტალახაძე (57 კგ.), ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), ირაკლი მწითური (86 კგ.), თედო ებანოიძე (97 კგ.) და გიორგი კაკაურიძე (125 კგ.) გავიდნენ.

0.112448