ბრიტანულმა BBC-მ აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად კანდიდატთა 5-კაციანი სია წარადგინა, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებმა პირველ დეკემბრამდე საუკეთესო უნდა დაასახელონ.
აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ:
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი (თავდამსხმელი, "დორტმუნდი", გაბონი)
- იასინე ბრაჰიმი (ნახევარმცველი, "პორტუ", ალჟირი)
- ვინსენტ ენიამა (მეკარე, "ლილი", ნიგერია)
- ჟერვინიო (შემტევი ნახევარმცველი, "რომა", კოტდივუარი)
- იაია ტურე (ნახევარმცველი, "მანჩესტერ სიტი", კოტდივუარი)
აღნიშნული ფეხბურთელებიდან ობამეიანგის გარდა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ყველამ მიიღო მონაწილეობა.