ჭადრაკი

15:57 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადისთვის ემზადება

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წარდგენა გაიმართა.

ჭაბუკთა ნაკრები 3 დეკემბრიდან ქუთაისში გაივლის საწვრთნელ შეკრებას, ხოლო 12 დეკემბრიდან უნგრეთში დაგეგმილ 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ნაკრები:

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თანატოლებს შორის გიორგი სიბაშვილი;

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თანატოლებს შორის ნინო ხომერიკი;

საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები: ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია და ნიკა ცომაია;

ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი.

0.103098