ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა რონალდინიომ განაცხადა, რომ მან "ბლაუგრანას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფრანკ რაიკაარდს ლიონელ მესის პირველ გუნდში ვარჯიში მოსთხოვა.
"ჩვენ ფეხბურთელებმა, რომლებიც იმ პერიოდში "ბარსელონაში" ვთამაშობდით, ფრანკ რაიკაარდს მოვთხოვეთ ლიონელ მესის "ბლაუგრანას" პირველ გუნდში ევარჯიშა. იმ დროისთვის რონალდუ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო. მესი პორტუგალიელზე უკეთესი მოთამაშეა - არგენტინელი გასაოცარია." - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.
ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელები რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანური კლუბის ღირსებას ერთად იცავდნენ. ლიონელ მესიმ პრიმერადივიზიონში პირველი გოლი სწორედ რონალდინიოს გადაცემის შემდეგ გაიტანა.