ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “კლივლენდ კავალიერსთან” 108:111 დამარცხდა.
ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა. მაგრამ “მილუოკის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ქართველ ცენტრს საკმარისი დრო მისცა - 25 წუთი, 21 წამი. ფაჩულიამ გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 30 წლის კალათბურთელმა 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +2 გახლდათ.
ზაზა ფაჩულიამ ბებიის გარდაცვალების გამო ორი მატჩი გამოტოვა (“დეტროიტთან” და “ჰიუსტონთან”).
“მილუოკს” 10 მოგება და 9 წაგება დაუგროვდა, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.