ფეხბურთი

3:20 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“წითელი ეშმაკების” ზედიზედ მე-4 გამარჯვება

ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩები შუა კვირაში ორ დღეზეა გადანაწილებული. გუშინ ტურის 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სტოკ სიტი” მიიღო და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და უილსონს მალევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა კარს ააცილა. გოლი მაინც მალე გავიდა, 21-ე წუთზე ანდერ ერერას ჩაწოდებულს მარუან ფელაინი გამოეხმაურა და თავური დარტყმით გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და 39-ე წუთე კრკიჩის აქტიურობის შემდეგ წონასწორობა ნ’ზონზიმ აღადგინა. ტაიმის ბოლოს ფელაინის დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბეგოვიჩმა კარგად ითამაშა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს და ცოტა ხანში დაწინაურებაც მოახერხეს. ხუან მატას კურიოზული გოლი გამოუვიდა. ესპანელი საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ ბურთს ვერავინ შეეხო და ისე გავიდა გოლი. დარჩენილ დროში “იუნაიტედს” რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა კონტრშეტევებზე, რომლის გამოუნებლობის გამო კინაღამ დაისაჯდნენ მსაჯის მიერ დამატებულ დროს. გასაკვირი არაა, რომ ხიფათი სტანდარტულებს მოჰყვა. დავიდ დე ხეამ ორჯერ საოცარი დარტყმული მოიგერია, ხოლო ეშლი იანგმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და “წითელმა ეშმაკებმა” გაჭირვებით მოიპოვეს ზედიზედ მე-4 გამარჯვება.

მიჯრით მეორედ იმარჯვა “ლივერპულმა”, რომელმაც გასვლაზე აიღო 3 ქულა “ლესტერთან”. მასპინძელები მინოლეს ავტოგოლით იგებდნენ, თუმცა პირველ ნახევარში ლალანამ, ხოლო მეორეში ჯერარდმა და ჰენდერსონმა გამოიჩინეს თავები და მერსესაიდელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს. უნდა ითქვას, რომ სტუმრებს საქმე მორგანის გაძევებამ გაუადვილა. “მელიების” მცველს მოედნის დატოვება 63-ე წუთზე მოუწია.

საგარეო გამარჯვებები მოიპოვეს “ასტონ ვილამ” და “ვესტ ჰემმა”, რომელთაც “კრისტალ პალასი” და “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ “ასტონ ვილამ” მე-4 ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

“სუონსიმ” დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ბოლოსკენ გატეხა “ქუინზ პარკ რეინჯერსი” და 3 ქულა მოიპოვა. 78-ე წუთზე ანგარიში კიმ გახსნა, ხოლო 5 წუთში რუტლიჯმა გამოიჩინა თავი.

ზედიზედ მე-4 შეხვედრა არ წააგო “ბარნლიმ”, რომელიც შინ “ნიუკასლს” დაუზავდა.

მანჩესტერ იუნაიტედი – სტოკი 2:1 (1:1)


მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2):
დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, იანგი, კერიკი, ფელაინი, მატა (იანუზაი 92), ერერა (ფლეტჩერი 86), უილსონი (ფალკაო 78), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

სტოკი (4-2-3-1):
ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, კამერონი, ნ’ზონზი, ასაიდი (კრაუჩი 77), აირლანდი (არნაუტოვიჩი 82), კრკიჩი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ფელაინი (21), 1:1 ნ’ზონზი (39), 2:1 მატა (59)
გაფრთხილებები: ერერა, იანგი - ბერდსლი, პიტერსი, აირლანდი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ლესტერი – ლივერპული 1:3 (1:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ვასილევსკი, დე ლაეტი, კონჩესკი (ოლბრაიტონი 80), ჯეიმსი, კამბიასო, მაჰრეზი, შლუპი, ვარდი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ტურე, შკრტელი, ჯონსონი, მანკილიო (მორენო 46), ლეივა, ჰენდერსონი, ლალანა (ალენი 70), ჯერარდი, სტერლინგი (ლოვრენი 95), ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 მინოლე (22 ს.კ.), 1:1 ლალანა (26), 1:2 ჯერარდი (54), 1:3 ჰენდერსონი (83).
გაფრთხილებები: შლუპი - ლალანა, ჯერარდი
გაძევება: მორგანი 63.
მსაჯი: ლი მეისონი

ბარნლი – ნიუკასლი 1:1 (1:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, კინი, იარდი (მი 66), ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, არფილდი, ბოიდი, ბერნსი (იუტკევიჩი 85), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, დუმეტი, უილიამსონი (ს.ტეილორი 46), ჰაიდარა, ჯანმაატი, აბეიდი, ტიოტე, ამეობი (რივიერი 75), პერესი (კაბელია 46), გუფრანი, სისე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 ბოიდი (34), 1:1 სისე (48).
გაფრთხილებები: კინი, არფილდი – ტიოტე, უილიამსონი
მსაჯი: ფილ დაუდი

სუონსი – ქპრ 2:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ბერტლი, რიჩარდსი, ტეილორი, კი, ბრიტონი, რუტლიჯი, მონტერო (დაიერი 70), სიგურდსონი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ქპრ (4-2-3-1): გრინი, კოლკერი, დანი, ონიოჰა, იუნი, ბარტონი, ჰენრი, კრანჩარი, ფერი, ვარგასი, აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 კი (78), 2:0 რუტლიჯი (83).
გაფრთხილებები: ტელორი, ბრიტონი - ბარტონი, ფერი
მსაჯი: კევინ ფრენდი

კრისტალ პალასი – ასტონ ვილა 0:1 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დანი, ჰანგელანდი, იარდი, კელი (პანჩონი 89), მაკარტური, იედინაკი, ზაჰა, ბოლასი, შამახი, გაილი (კემპბელი 46).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, სისოკო, ჯ.კოული (სანჩესი 9), ვესტვუდი, კლევერლი (რიჩარდსონი 89), აგბონლაჰორი, ვაიმანი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 0:1 ბენტეკე (32).
გაფრთხილებები: კემპბელი, ბოლასი – კლარკი, ვაიმანი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი 1:2 (1:2)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, დოუსონი, ლესკოტი, უისდომი, ბერდი (ბრაუნი 83), გარდნერი (ვარელა 65), ბრანტი (მულუმბუ 45+3), დორანი, სესენიონი, ბერაჰინო, ანიჩებე.
მწვრთნელი: ალან ირვინი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნოლანი, კუაიტე, ზარატე (კ.კოული 78), დაუნინგი, ამალფიტანო (კოლინსი 65), კეროლი (ვალენსია 65).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 დოუსონი (10), 1:1 ნოლანი (35), 1:2 ტომკინსი (45+3)
გაფრთხილებები: ბრანტი, სესენიონი – ტომკინსი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.

0.20502