ჭადრაკი

0:55 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრამნიკი გირის გაუთანაბრდა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირს 7 ტურის თავზე 2 ლიდერი ჰყავს. ცენტრალურ პარტიაში რუსმა ვლადიმირ კრამნიკმა (2760) თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი ანიშ გირი (2776) დაამარცხა და ამ უკანასკნელის დარად, 6.0 ქულა მოაგროვა.

ტურნირის ქართველ მონაწილეთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ბაადურ ჯობავას (2722) გააჩნია, რომელიც შავებით აზერბაიჯანელ ელტას საფარლის (2628) დაუზავდა და 4.5 ქულით 38-ე ადგილზეა.

4.0 ქულით 41-ე პოზიციაზე გადაინაცვლა ბელა ხოტენაშვილმა (2504), რომელმაც შავი ფიგურებით რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ ინდოელ ჩანდა სანდიპანს (2603) სძლია.

დოჰაში მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 82. ლელა ჯავახიშვილი (2486) – 3.5; 87. მიხეილ მჭედლიშვილი (2622) – 3.5; 122. ნინო ბაციაშვილი (2442) – 2.5; 149. სოფიკო გურამიშვილი (2388) – 1.5;

ბოლოსწინა მე-8 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ამერიკელ დანიელ ნაროდიცკის (2620) ეთამაშება, ხოტენაშვილი კი – ჩინელ იან ვენს (2586). ცენტრალური გირი-იუს (ჩინეთი, 2705) და სალემი (ემირატები, 2586)-კრამნიკის პარტიები იქნება.

0.132656