საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული გიგა ყუფარაძე (2464) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა. ბოლო პარტიაში ყუფარაძე თეთრი ფიგურებით ივერი ჭიღლაძეს (2340) დაუზავდა.
გიგას ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ნიკოლოზ ჩხაიძე (2203), ბაჩანა მორჩიაშვილი (2337) და ხსენებული ჭიღლაძე, ხოლო მე-5 ადგილზე ზვიად ფაცია (2149) გავიდა, რომელმაც 6.0 ქულა მიითვალა და კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
სწორედ აღნიშნულმა ხუთეულმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.