ფეხბურთი

20:14 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფუტსალისტების დამსახურებული გამარჯვება

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

სარქისიანის შეგირდები დღეს “არენა 1”-ში თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და მეტოქე დამაჯერებლად 5:2 დაამარცხეს.

ქართველებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს და პირველი ტაიმის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგზეც ასახეს და შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 3:0.
მეორე ტაიმის საწყისმა წუთებმა თურქების აქტიურობით ჩაიარა და მასპინძელთა კართან საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ორწუთიან მონაკვეთში (25-ე და 27-ე წუთებზე) ორი გოლი გაიტანა - 5:0. სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს მოახერხეს ორი ბურთის გაქვითვა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი 5:2 დაფიქსირდა.

საბოლოო ჯამში, ქართველებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები მორიგ სპარინგმატჩს 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, ისევ თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 2015 წლის 13 და 18 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
ქართველებთან ერთად ევრო 2016-ზე მოსახვედრად მასპინძელი ლიტვა, შვეიცარია და ესტონეთი იბრძოლებენ. ჯგუფიდან პირველ ადგილოსანი და საუკეთესო მეორე გადის.

საქართველო-თურქეთი 5:2 (3:0)
თბილისი “არენა1” 500 მაყურებელი
საქართველო:დავით ქეფაშვილი, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ძაბირაძე, ზურაბ ლუკავა, გოგა ალთუნაშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ირაკლი თოდუა, გიორგი ტიკურიშვილი, ლევან კობაიძე, არჩილ სებისკვერაძე, დავით ბობოხაძე, კახაბერ მაისაია, შოთა ჭანუკვაძე, შოთა თოფურია.
მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი
თურქეთი: ჯემ ქესკინი, ისმაილ ჩელენი, ერთუღოლ ილიასოღლუ, ოხგუზან ასლანი, მუჰამეთ ალტიჯანი, ენეს ბაირატარი, იჯან ყენილმეზი, მეჰმეთ ასლამაჯი, ონურ ატიკი, ონურ მენჯი, ჩიჰან ოსჯანი, სერჰატ ჩიჩეკი.
მწვრთნელი: მაჰმედ სანჯაკი
გოლები: 1:0 არჩილ სეფისკვერაძე (5), 2:0 გიორგი ტიკურიშვილი (16), 3:0 არჩილ სეფისკვერაძე(18), 4:0 კახაბერ მაისაია (25), 5:0 შოთა ჭანუკვაძე (27), 5:1 ჯემ ქესკინი (37პენ), 5:2 რიჰან ოსჯანი(39)

0.118338