ფეხბურთი

15:00 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “ლევანტემ” ქულა დაიმსახურა

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი “ლევანტესთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის გამო უკმაყოფილო გახლდათ და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ლევანტემ” დამსახურებული ქულა მოიპოვა.

“იგრძნობოდა, რომ მთელი მატჩის განმალობაში ჩვეული რითმი გვაკლდა, რაც შედეგშიც აისახა.

პირველ ნახევარში, როდესაც ანგარიში ჩვენ მიგვყავდა, იგრძნობოდა, რომ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი არ იყო და მეორის გატანაც გვმართებდა, თუმცა ეს ვერ შევძელით, რისთვისაც მეტოქემ დაგვსაჯა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ბოლო 10 წუთი კარგად ვითამაშეთ და გუნდს ჰქონდა საჭირო ხასიათი, რაც პირველ რიგში გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამოიწვია. ისინი იმსახურებდნენ საყვარელი გუნდის გამარჯვებას.

გულსატკენია, რომ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ჩვენ ორი კვირა გვაქვს შემდეგ შეხვედრამდე. ამ დროის განმალობაში დავისვენებთ და ამასთან ერთად, უკეთესებიც უნდა გავხდეთ. გულშემატკივრების გასახარად ყველაფერი უნდა გავიღოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ “ლევანტემ” კარგად ითამაშა და რაც შეეძლო გააკეთა. ისინი იმსახურებდნენ ამ შედეგს”, - განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “სევილია” ლა ლიგაში 23 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

თეგებიუნაი ემერი
0.116292