ფრანგულის “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი კაპიტანი ტიაგო სილვა შესაძლოა ყოფილ კლუბ “მილანს” დაუბრუნდეს. ამის შესახებ “კორიერე დელო სპორტი” გვამცნობს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ პარიზელებთან კონტრაქტის გახაგრძლივება იუარა და იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ამ ფაქტის გამოყენებას “როსონერი” სათავისოდ შეეცდება. სახელდება შესაძლო საბაზრო ფასიც, რომელიც 20 მილიონ ევროს უტოლდება.
ტიაგო სილვა “მილანში” 2009-2012 წლებში ასპარეზობდა და სწორედ იტალიური კლუბიდან აღმოჩნდა პსჟ-ში.