კატალონიის “ბარსელონა” მომავალი სეზონიდან ახალი მაისურებით შეიმოსება. ამის შესახებ გამოცემა “სპორტი” იუწყება. 115 წლიანი ისტორიის განმავლობაში “ბარსას” მაისურზე კლუბის ფერის ზოლები ვერტიკალურად იყო განლაგებული, ახალი სეზონიდან კი ჰორიზონტალურად იქნება.
“იდეა კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ეკუთვნის. მაისურის დიზაინის საბოლოო ვერსია ჯერ არ დასრულებულა და იგი საბოლოო ფორმას რამდენიმე კვირაში მიიღებს”, – წერს “სპორტი”.
“ბარსელონას” მაისურის ახალი დიზაინი სარაგბო გუნდის სტილშია შექმნილი.