თურქული “ანადოლუ ეფესის” ფორვარდი დარიო შარიჩი ევროლიგაში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
20 წლის ხორვატი კალათბურთელი ნოემბერში ჩატარებულ ოთხ მატჩში საშუალოდ 15.5 ქულას და 7.7 მოხსნას აგროვებდა, ამასთან ორქულიანებს 61%-იანი სიზუსტით ესროდა.
თურქულმა კლუბმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ევროლიგის A ჯგუფში პირველობას მადრიდის “რეალთან” ერთად იყოფს.