ფეხბურთი

15:44 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ჰარტს ხელფასს გაუზრდის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მეკარე "ქალაქელებთან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად გოლკიპერს ხელფასიც გაეზრდება.

ჰარტი ამჟამად კვირაში 80000 გირვანქას გამოიმუშავებს, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ინგლისელი 110000-ს მიიღებს. ჯო ჰარტის აგრეთვე საშუალება ექნება ბონუსების სახით კვირაში ხელფასი 150000-მდე გაიზარდოს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის გოლკიპერმა 17 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა. transfermarket-ის ინფორმაციით, ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი გირვანქაა.

0.132379