რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში, რომელიც ყაზანში ადგილობრივ “რუბინსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის ფრედ (1:1) დასრულდა, მასპინძელთა მცველი სოლომონ კვირკველია ორივე გუნდის უკანახაზელებს შორის ყველაზე საიმედო იყო.
“მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ფეხბურთელების ტრავმების გამო “რუბინის” დაცვა ბოლო თვეებში დრო და დრო იცვლება, ეს სოლომონ კვირკველიას თამაშზე არანაირად აისახება. ქართველმა მცველმა სეზონის პირველ ნახევარი სტაბილურად უმაღლეს დონეზე ჩაატარა. “დინამოსთან” მატჩში კვირკველიას მოგებულ ორთაბრძოლათა საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა - 94%.
16 ორთაბრძოლიდან მან მხოლოდ ერთი წააგო. დამატებულ დროში კრისტოფერ სამბა სწორედ კვირკველიას “ფეხქვეშიდან” ურტყამდა და განვლილ მატჩში ეს ქართველის ერთადერთი შეცდომა იყო. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სოლომონს პრაქტიკულად ვერავინ გაცდა და მოსკოველი ალექსანდრ პრუდნიკოვის უნიათო თამაში, დიდწილად მისი დამსახურებაა. მოგებული ორთაბრძოლების კარგ მაჩვენებელს, სოლომონმა 5-დან 5 ართმევა და 11-ჯერ აღებული მოგერიებული ბურთი მიამატა.
დაცვაში არადამაჯერებელი თამაშისა და “ჩავარდნების” გამო, “რუბინი” შეიძლება ბევრი აკრიტიკო მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად კვირკველიას ეხება, რომელიც ამჟამად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია”, - იუწყება sport.business-gazeta.ru საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველის შესახებ.