ფეხბურთი

14:28 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიას კლასენი გამოაკლდა, ფერი დაემატა

გუს ჰიდინკის მიერ გაწვრთნილი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს მექსიკას ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო 16 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ლატვიასთან გამართავს.


ზემოთხსენებულ ორ შეხვედრაში, ჰიდინკს ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი დავი კლასენი ტრავმის გამო დააკლდება. რამდენი ხანი გაუცდება კლასენს, ჯერჯერობით უცნობია.

21 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჰიდინკის გუნდის განაცხადში სისტემატიურად ხვდება.
ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მან “აიაქსის” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელთა თავკაცმა კლასენის ნაცვლად მომავალი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ლერიო ფერი გამოიძახა.

0.13182