ფეხბურთი

11:10 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შნეიდერლენი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის გუნდს უახლოეს მატჩში ფრანგი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლენი დააკლდება.

25 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტისთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში დაშავდა, “საუთჰემპტონი” კი 3 დეკემბერს ლონდონში “არსენალს” ეთამაშება.

“შნეიდერლენი ოთხშაბათს სათამაშოდ მზად არ იქნება. მას მოუწევს მარჯვენა ფეხზე სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარება და ჩვენ მის შედეგს დაველოდებით. ჯერჯერობით არ ვიცით მორგანი რამდენი ხნით დაგვაკლდება”, - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შნეიდერლენი “საუთჰემპტონში” 2008 წლიდან თამაშობს და ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შემდეგ, 25 წლის ფეხბურთელმა 2014 წელს მიწვევა ეროვნულ გუნდში მიიღო და მისი მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა.

0.13481