ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე (2464) საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მოგებისკენ დამაჯერებლად მიიწევს.
ტურნირის ბოლოსწინა მე-8 ტურში ყუფარაძემ შავი ფიგურებით ზვიად ფაცია (2149) დაამარცხა და თავი 7.0 ქულას მოუყარა. მისი გადასწრების შანსი შეინარჩუნა ნიკოლოზ ჩხაიძემ (2203), რომელმაც ასევე შავებით ირაკლი კელეპტრიშვილი (2182) დაჯაბნა და 6.5 ქულა მოაგროვა, მესამე კი ივერი ჭიღლაძეა (2340) 6.0 ქულით.
დასკვნით მე-9 ტურში, რომელიც 2 დეკემბერს შედგება, ყუფარაძე ჭიღლაძეს ეთამაშება, ხოლო ჩხაიძის მეტოქე ბაჩანა მორჩიაშვილი (2337) იქნება.