ჭიდაობა

19:48 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ კვირკველია: “ჭიდაობის სამყაროს 50%-ზე მეტი ჩემი მხარდამჭერია”

თავისუფალი ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის ლუკა კურტანიძის მიერ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი მსურველი გამოჩნდა - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას სახით.

“მსოფლიო სპორტი” კვირკველიას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

- როდის მიიღეთ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება?

- საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, კურტანიძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ მივიღე.

- როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა?

- საარჩევნო პროგრამის შედგენას დღეიდან ვიწყებ.

- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.

- დავიბადე 1978 წლის 12 ოქტომბერს. ვარ დაოჯახებული. ვარ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

- აქტიურის პორტიდან წასვლის შემდეგ ამჟამად რას საქმიანობთ?

- კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული.

- თქვენს გარდა სხვასაც ხომ არ გამოუთქვამს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი?

- არ ვიცი, არ გამიგია.

- საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტის გამოჩენის შემთხვევაში როგორ აფასებთ თქვენს შანსს?

- ჭიდაობის სამყაროს 50%-ზე მეტი ჩემი მხარდამჭერია.

0.114936