ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში “ლივერპულის” ერთბაშად 3 ფეხბურთელი მოხვდა. მანჩესტერულ გრანდებს კი ორი-ორი წარმომადგენელი ჰყავს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. პრემიერლიგის მე-13 ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: სიმონ მინოლე (“ლივერპული”).
მცველები: გლენ ჯონსონი, კოლო ტურე (ორივე “ლივერპული”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”).
ნახევარმცველები: კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”), იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”), მაილ იედინაკი (“კრისტალ პალასი”), სანტიაგო კასორლა (“არსენალი”).
თავდამსხმელები: ჩარლი აუსტინი (ქპრ), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).