“ნიუკასლ იუნაიტედის” არგენტინელმა მცველმა, ფაბრისიო კოლოჩინიმ ვარჯიში გაახლა და “ბარნლისთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადაა.
32 წლის ცენტრალური მცველი “ ვესტ ბრომვიჩთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში დაშავდა და ამის გამო ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, თუმცა ტრავმა უფრო სერიოზული არ გამოდგა და სამშაბათს მინდორზე გასვლა შეეძლება.
მიმდინარე სეზონში კოლოჩინიმ 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.