ფეხბურთი

16:19 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ლავეცის დაბრუნებას შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავეციმ შესაძლოა კარიერა კვლავ იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელოს.

არგენტინელი შემტევი ნეაპოლურ გუნდში 2007-დან 2012 წლის ზაფხულამდე ასპარეზობდა და იტალიური კლუბის მაისურით 188 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 48 გოლი და 61 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ცნობილი ხდება, რომ იტალიელები ფეხბურთელის დასაბრუნებლად მოლაპარაკებას ფრანგულ მხარესთან უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ლავეცის პსჟ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფრანგული გრანდის მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

0.116609