ფეხბურთი

14:23 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: “სიტი” პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია” 

“საუთჰემპტონის” ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, კვირას “მანჩესტერ სიტისთან” (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “სიტი” პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია.

“ცუდად ვითამაშეთ, ბევრ შეცდომას ვუშვებდით, რაც მეტოქემ არ გვაპატია. მაშინაც, როცა მანჩესტერელები 10 კაცით იყვნენ მოედაზე, შეძლეს 2 გოლის გატანა ჩვენს კარში, რაც ძალიან ცუდი შედეგია.
ყველა გუნდი განსხვავებულია,მაგრამ ვფიქრობ “სიტი” პრემიერლიგის გუნდებს შორის ყველაზე ძლიერია.” განაცხადა კუმანმა

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს “საუთჰემპტონისთვის” პირველი საშინაო მარცხი იყო.

13-ე ტურის შემდეგ პრემიერლიგის სათავეში “ჩელსი” იმყოფება 33 ქულით, მეორე ადგილს “მანჩესტერ სიტი” 27ქულით იკავებს, ხოლო მას ქულით ჩამორჩება “საუთჰემპტონი”.

0.114241