საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ უფლებამოსილება შეიჩერა. ამის შესახებ კურტანიძემ ჟურნალისტებს დღეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ამცნო.
მისი განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის ირგვლივ ბოლო პერიოდში შექმნილ დაძაბულობას და დაპირისპირებას ქართული ჭიდაობისთვის მხოლოდ ცუდი მოაქვს და ეს ყველაფერი ამად არ ღირს.
როგორც კურტანიძემ აღნიშნა, 26 დეკემბრისთვის დანიშნულ რიგგარეშე ყრილობამდე ფედერაციას ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე უხელმძღვანელებს.