“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა, დეკემბერში ინგლისის პრემიერლიგის შემჭიდროვებული კალენდრის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
საშობაოდ ინგლისის პრემიერლიგაში ტრადიციული, ეგრეთ წოდებული ბოქს-რაუნდი იწყება და ჰოლანდიელ სპეციალისტს სწორედ ეს არ მოსწონს.
“სიხარულს სულაც არ განვიცდი, მაგრამ რაიმეს შეცვლა ჩემს ძალებს აღემატება. არ ვეთანხმები მსგავს კალენდარს. დეკემბერში ფეხბურთელებს დღეგამოშვებით მოუწევთ თამაში და ამაში კარგი არაფერია. ჩვენც გვყავს ოჯახები. როგორც ჩანს, ამ შობაზე მეუღლეს, შვილებს და შვილიშვილებს ვერ ვნახავ, მაგრამ რადგან პრემიერლიგაში ვმუშაობ, ადაპტირება უნდა გავიარო. თუმცა, კიდევ ერთხელ გავმეორდები - მოთამაშეებს და მათ ოჯახებს ეს სულაც არ წაადგებათ” - განუცხადა ვან გაალმა Daily Mail-ს.