ჭადრაკი

3:35 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ბაციაშვილი დაამარცხა

დოჰაში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2722) შავი ფიგურებით თანამემამულე ნინო ბაციაშვილი (2442) დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მცირედით გაიუმჯობესა.

ჯობავამ 3.0 ქულა მოაგროვა და 53-ე ადგილზე იმყოფება, ასეთივე მონაგარის მქონე ბელა ხოტენაშვილი (2504) კი 35-ეა. ამ უკანასკნელმა შავებით ყაიმი ფრანგ ჰიჩამ ჰამდოუჩისთან (2616) გააფორმა.

ბაციაშვილმა 2.5 ქულით მე-60 საფეხურზე გადაინაცვლა, მიხეილ მჭედლიშვილი (2622) 2.5 ქულით 96-ეა, ლელა ჯავახიშვილი (2486) 2.0 ქულით – 111-ე, ხოლო სოფიკო გურამიშვილი (2388) 1.0 ქულით – 148-ე.

მე-6 ტურში ჯობავა რობერტ ჰოვანისიანს (სომხეთი, 2591) ეთამაშება, ხოტენაშვილი – დანიილ დუბოვს (რუსეთი, 2629), მჭედლიშვილი – ჯონ პაულ გომესს (ფილიპინები, 2510), ბაციაშვილი – იან ვენს (ჩინეთი, 2586), ჯავახიშვილი – ერნესტ ხარუსს (რუსეთი, 2358), გურამიშვილი კი – მო ჟაის (2325).

ამ უკანასკნელის გარდა, ყველა ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით გაირჯება.

0.113788