სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

3:24 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძე ნახევარქულიან უპირატესობას ინარჩუნებს

საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ლიდერობას ინარჩუნებს გიგა ყუფარაძე (2464).

მან შვიდ ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევრებს – ნიკოლოზ ჩხაიძეს (2203) და ზვიად ფაციას (2149) ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს.

ბოლოსწინა ტურში ფაცია ყუფარაძეს ეთამაშება, ხოლო ჩხაიძე შავი ფიგურებით ირაკლი კელეპტრიშვილს (2182, 5.0 ქულა) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117686