კალათბურთი

3:08 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის ორმაგი დუბლი – 13 ქულა, 11 მოხსნა

იტალიის რანგით მე-3 ლიგა ა2 სილვერში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა გიგა ჯანელიძემ. ქართველი კალათბურთელის “როზეტო” “რეჯიო კალაბრიასთან” 73:76 დამარცხდა, გიგამ კი 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ჯანელიძემ თითქმის შეუცვლელად – 37 წუთს ითამაშა და 10-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“როზეტო” 2 მოგებით და 8 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს სტუმრად “ფერარასთან” ჩაატარებს.

იტალიის მე-2 ლიგა ა2 გოლში “ტეზენისი” 67:57 დაამარცხა ნიკა მეტრეველის “ნაპოლიმ”. ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გამოჩნდა და 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ნიკამ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.

ნეაპოლელებს 4 მოგებით და 6 მარცხით მე-11 პოზიცია უკავიათ, 7 დეკემბერს კი “ლაითჰაუზ ტრაპანისთან” სტუმრობა ელით.

0.116571