ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” “იბეროსტარ ტენერიფე” 84:74 დაამარცხა, ქართველ კალათბურთელს კი მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, რადგანაც პერსონალური ფოლები მალევე აკრიფა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და სანამ 5 ჯარიმის გამო სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებდა, 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის გამარჯვება ფერნანდო სან ემეტერიოს და ფაბიენ კოსიეს ჩინებულმა თამაშმა განაპირობა. პირველმა 26 ქულა ჩააგდო, მეორემ კი – 22.
“ლაბორალ კუჩამ” 4 მოგებით და 5 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, შინაურ ასპარეზზე მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს სტუმრად “ვალენსიასთან” ჩაატარებს.