ფეხბურთი

17:14 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” “გურიასთან” დამარცხდა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. დღის გვიან მატჩში, ლიდერმა თბილისის “დინამომ” “გურიას” უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ლანჩხუთელები თბილისელთათვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეები არიან, სიტყვა “მოულოდნელი,” შესალოა, გადაჭარბებულიც იყოს. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ჭაბუკ დინამოელებს შინ უჭირთ. ჯერ ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდნენ, რამდენიმე დღის წინათ თასის მატჩში “შუქურასთანაც” აგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებში ივარგეს და სამი გოლი გაუტანეს, ამჯერად კი თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს. ახლა “დინამო” უახლოეს მდევარ “დილას” მხოლოდ ორი ქულითღა უსწრებს.

იმერულ დერბიში “სამტრედიამ” “ჩიხურას” 3:1 მოუგო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა “სპარტაკს,” რომელმაც რუსთავში “მეტალურგთან” ფრედ 1:1 ითამაშა, ოდენ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

“ზესტაფონი” ოთხი დღის წინათ ქვეყნის თასის გათამაშებიდან გავარდა, თან “ჩიხურასთან” შინ წააგო და დღეს საკუთარი მაყურებლის წინაშე წესით გაორმაგებული ენერგიით უნდა ეთამაშათ, მაგრამ ბათუმელებმა აჯობეს. საერთოდ, ზღვისპირელები ბოლო დროს ხმაურიან გამარჯვებებს შეეჩვივნენ. გავიხსენოთ, 6 ნოემბერს როგორ დაამარცხეს ლიდერი “დინამო” თავისსავე “დინამო არენაზე.” მარგველები კი ჩემპიონატში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდნენ, თუმცა ამ ცხრიდან ექვსი ფრე იყო.

“შუქურამ” ქუთაისის “ტორპედოს” სძლია, “დილამ” – “მერანს,” “კოლხეთმა” “ვიტ ჯორჯიას,” “სიონი” კი “ზუგდიდს” უგოლოდ გაეყარა.

სამტრედია - ჩიხურა (საჩხერე) 3:1 (0:0)

გოლი: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (67), 1:1 ზვიად სიხარულია (78), 2:1, 3:1 ილია კერძევაძე (79, 83)

ზესტაფონიდინამო (ბათუმი) 2:4 (1:3)

გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (18), 1:1 გიორგი ილურიძე (25), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (39), 1:3 გელა გოგიტიძე (43), 1:4 გიორგი ბერიაშვილი (68), 2:4 გიორგი ბერიაშვილი (68)

სიონი (ბოლნისი)ზუგდიდი 0:0

შუქურა (ქობულეთი)ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლი: 1:0 დავით ხოჭოლავა (52), 1:1 გოგა ფიფია (66), 2:1 ზაზა ტუღუში (82)

მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (3), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (86)

კოლხეთი (ფოთი)ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 დათა სიჭინავა (52), 2:0 შოთა ჯიქია (59), 2:1 ლევან კუხალაშვილი (67)

გაძევება: ლუკა გეგუჩია (90, ორი ყვითელი)

დილა (გორი)მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 რომან ახალკაცი (7)

დინამო (თბილისი)გურია (ლანჩხუთი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (42), 1:1 ლაშა შერგელაშვილი (44), 1:2 კობა შალამბერიძე (46)

1. დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.131151