ფეხბურთი

16:34 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "მერანი" გაჭირვებით დაამარცხა

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩი "დილასა" და მარტვილის "მერანს" შორის. "დილას" სტადიონს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და მატჩის დაწყებამდე სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრების მოზღვავება შეინიშნებოდა.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო, თუმცა მოულოდნელად "დილამ" სწრაფი გოლი გაიტანა. მე-7 წუთზე რომან ახალკაცმა შეტევის მარცხენა კუთხიდან საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქეს ბურთი მოპარა, კარისკენ შეიწია და ზურაბ მამალაძეს შორეულ კუთხეში დაბალი ტრაექტორიით დაურტყა - 1:0.

გატანილი გოლიდან სამ წუთში გორელებმა პრესინგს მიმართეს და სახიფათო მომენტიც უმალვე შეიქმნა. მარტვილელმა კიჭი მელიავამ ბურთის საკუთარი საჯარიმოდან ცენტრისკენ ამოტანა სცადა, თუმცა არაზუსტი პასით შეტევის განხორციელების საშუალება დაუტოვა გიორგი სეთურიძეს , რომლის დარტყმულს მამალაძემ ხელი უკანასკნელ მომენტში წაკრა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

30-ე წუთზე მარტვილელთა მცველმა სერგი ორბელაძემ საჯარიმოში შეჭრილი სეთურიძე წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ორბელაძეს კი ყვითელი ბარათი აჩვენა. პენალტი ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "დილა" ორბურთიანი სხვაობით წინ ვერ გავიდა.

44-ე წუთზე აკაკი შულაია შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, ერთ მეტოქეს ცრუ მოძრაობით გასცდა და კარისკენ დაბალი ტრაექტორიით ძლიერად დაარტყა, თუმცა გიორგი სომხიშვილმა ბურთი ადგილზე გააქვავა. შულაიას ეპიზოდი ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ "მერანის" პირველი ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან.

მეორე ტაიმის პირველივე წამები "მერანის" შეტევით დაიწყო და გიგა წურწუმიამ შორეული დარტყმით ბურთი სომხიშვილის კარს ააცილა. შეხვედრის მეორე ნახევარში უხეშობამ იმატა, ხოლო გიორგი ყრუაშვილს ყვითელი ბარათების ამოღება არ უჭირდა. შეხვედრა ხშირად ჩერდებოდა და მსაჯთან კამათის შემთხვევებიც იყო.

67-ე წუთზე კვლავ "მერანს" ჰქონდა სახიფათო მომენტი. აკაკი შულაია შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, ერთი მეტოქე მოატყუა და ცენტრში მდგარ შეცვლაზე შემოსულ ლევან გეგეჭკორს უპასა, ამ უკანასკნელმა კი კარს საგრძნობლად ააცილა. მალევე, წინა სიტუაციის მსგავსად, მელიავამ საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, თუმცა ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმული "დილას" კარს კვლავ ასცდა.

შეხვედრის მეორე 45-წუთეულში გორის "დილას" დაღლილობა დაეტყო, რაც პასების არაზუსტობაში გამოიხატებოდა. შიდა ქართლელები სწრაფ კონტრშეტევაზე ვერ გადადიოდნენ, რაც მარტვილელებს შეტევაში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა.

საბოლოოდ, მატჩი გორის "დილას" გამარჯვებით დასრულდა. შიდაქართლელები სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხება "მერანს", მარტვილელები 19 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. გორელები მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო "მერანი" 6 დეკემბერს "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

დილა (გორი) - მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

30 ნოემბერი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".

დილა: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, ჭეჭელაშვილი, სეთურიძე, კვეკვესკირი (სარდალაშვილი 75), ახალკაცი (ერისთავი 15 (არაბული 90), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ფონიავა, წურწუმია (გეგეჭკორი 64), ჯღამაია, შულაია, ჩიმაკიძე, ციცხვაია (წყაროზია 57).

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

გოლი: 1:0 რომან ახალკაცი (7).

30-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა პენალტი ვერ გამოიყენა

გაფრთხილება: ბესიკ ჩიმაკაძე (22), სერგი ორბელაძე (29), გიორგი სეთურიძე (57), დავით ხურცილავა (58), ვაჟა ლომაშვილი (82),

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

1.

დინამო (თბილისი)

13

9

2

2

25:10

29

2.

დილა

14

8

3

3

20:11

27

3.

სამტრედია

14

7

3

4

17:11

24

4.

სპარტაკი

14

7

3

4

14:19

24

5.

დინამო (ბათუმი)

14

7

2

5

17:14

23

6.

მეტალურგი

14

5

5

4

18:15

20

7.

მერანი

14

5

4

5

11:10

19

8.

ჩიხურა

14

5

4

5

16:17

19

9.

ზესტაფონი

14

4

6

4

29:22

18

10.

შუქურა

14

4

5

5

14:17

17

11.

ტორპედო

14

3

7

4

17:17

16

12.

გურია

13

3

6

4

14:22

15

13.

კოლხეთი

14

3

5

6

11:16

14

14.

სიონი

14

3

4

7

12:19

13

15.

ვიტ ჯორჯია

14

3

2

9

12:18

11

16.

ზუგდიდი

14

2

5

7

8:17

11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.400638