კალათბურთი

13:38 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ორი თამაში პირადი მიზეზით გამოტოვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ “მილუოკი ბაქსის” ბოლო ორი თამაში გამოტოვა. ვებგვერდ cbssports.com ავრცელებს ცნობას, რომ ფაჩულია ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება – მას ბებია გარდაეცვალა.

ზაზას “დეტოიტთან” და “ჰიუსტონთან” სწორედ ამ მიზეზით არ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ქართველი ცენტრი გუნდს.

0.10823