ფეხბურთი

10:49 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა ჯერარდის იუბილეს შესახებ არ იცოდა

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “სტოკ სიტისთან” 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ იძულებული გახდა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების წინაშე თავი ემართლებინა.

საქმე ისაა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა 34 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა, რომელსაც “წითლების” შემადგენლობაში დებიუტი ზუსტად 16 წლის წინ ჰქონდა.

“არ ვიცოდი, ჯერარდს ასეთი ღირშესანიშნავი თარიღი თუ ჰქონდა. ამის შესახებ მხოლოდ გასახდელში შევიტყვე, როდესაც იქ შევედი და მატჩის პროგრამას თვალი გადავავლე. ამ მომენტის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობ, თუმცა, სტივენი ძალიან კარგი პიროვნებაა და ის მხოლოდ გუნდის წარმატებაზე ფიქრობს და არა პირადულზე.” - თქვა როჯერსმა.

“სტოკთან” მატჩამდე ჯერარდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

0.104729