“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში “ჰალ სიტისთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.
26 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის 11 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მე-14 წუთზე შეცვალეს, ნამატჩევს კი “მანჩესტერელთა” თავკაცმა ლუი ვან გაალმა მის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“როგორც ჩანს დი მარიას ბარძაყის უკანა კუნთთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რამდენი გაუცდება მას. მოცდა მოგვიწევს, რათა მისი მდგომარეობა შევაფასოთ, თუმცა, ამ ეტაპზე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ანხელი “სტოკის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.” - გადმოგვცემს ჰოლანდიელის სიტყვებს Sky Sports.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “სტოკ სიტის” შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება.